კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა

ნახვები: 560 ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა

„გახარია საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ცესკო აიძულოს, ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქვთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.

„ამ დრომდე ცესკო თავს არიდებს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.

ცესკო ასევე თავს არიდებს გადმოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია „სმარტ მატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების შესახებ, ვგულისხმობთ დოკუმენტაციას, რომელიც არეგულირებს ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, სიის შენახვის ვადას და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს.

დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას - ცესკო-ს სერვერებზე და ელექტრონულ აპარატებში.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.

თითოეული დაგვიანებული დღე, ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია.

ამიტომ, დღეს მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნება“ მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა