Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence
Zelensky says possible US siding with Russia would be `historic mistake`
Ukraine’s FP-1 drones hit oil and digital infrastructure in St. Petersburg
Zelensky announces meetings in Europe to strengthen Ukraine’s air defense

საბა ბუაძე - მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით

ნახვები: 528 საბა ბუაძე - მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით

მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ის საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.

საბა ბუაძის თქმით, არჩევნებამდე მთავარი ამოცანა „ქართული ოცნების“ დამარცხებაა.

„ვაფასებთ მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს, რომელსაც პრეზიდენტი თამაშობს ევროინტეგრაციის საკითხის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანების საკითხში. მასთან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ, თუმცა, არჩევნებამდე მთავარი ამოცანაა „ქართული ოცნების“ დამარცხება, ჩვენი ყურადღება მიმართულია, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხისგან მივიღოთ ნდობის მანდატი, ყველა ძალა, რომელიც ხალხისგან ნდობის მანდატს მივიღებთ, ცხადია ქარტიის ფარგლებში გავაგრძელებთ დისკუსიას პრემიერობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბუაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა