რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence

21 ოქტომბრიდან საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება

ნახვები: 240 21 ოქტომბრიდან საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება და სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა შეიძინა.

საუბარია კომპანია SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის მიერ წარმოებულ Vaxigrip-ზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორისაა.

სამინისტროს განმარტებით, ვაქცინა მორგებულია გრიპის იმ შტამებზე, რომელთა გავრცელებაც მიმდინარე სეზონზეა მოსალოდნელი.

უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციაზე, რადგან მათთვის გრიპის გართულებების განვითარების საფრთხე შედარებით მაღალია.

ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან.

ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ იმ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებს, რომლებიც იმუნიზაციის მომსახურებას ახორციელებენ.

„აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ვაქცინის 200 000 დოზა მოსახლეობის სეზონური გრიპისგან დაცვისა და დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკის შემცირებისკენაა მიმართული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა