Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

03.10.2024 ნახვები: 489

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველი, მხოლოდ კანონით დადგენილი წესებით და ვადების გათვალისწინებით ხვდება ამომრჩეველთა სიებში.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი.

უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ განვმარტავთ:

ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამ მისამართზე გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე რეგისტრაცია.

ყველა დანარჩენ შემთხვევაში უძრავი ქონების მესაკუთრემ საკითხის გასარკვევად უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს.

მოქმედი კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს იმ ამომრჩეველსაც, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე.

ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა

ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) მიხედვით ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, ამომრჩევლის მისამართზე დაფიქსირებული სხვა ამომრჩევლის მონაცემები არის მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის, ვინაიდან ეს ამომრჩეველი მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა.

თუ ამომრჩეველს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი მისამართი (ადგილი) არ უფიქსირდება, ის არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და რეგისტრაცია გაიაროს ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე

თუ ამომრჩეველს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი მისამართი (ადგილი) არ უფიქსირდება, ის არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და რეგისტრაცია გაიაროს ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

თუ ამომრჩეველი არ გაივლის რეგისტრაციას ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით, ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. შესაბამისად, ასეთი ამომრჩევლები, მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის. ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდებიან იმ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელიც ფიქსირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ამერიკული კომპანია PRO V and V ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად „სხვადასხვა უბნისთვის არსებულ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა დუბლირება შეუძლებელია“. აქედან გამომდინარე, საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველი, მხოლოდ კანონით დადგენილი წესებით და ვადების გათვალისწინებით ხვდება ამომრჩეველთა სიებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა