დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თამარ კორძაია - ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა - მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს

ნახვები: 501 თამარ კორძაია - ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა - მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს

ცესკოს აუცილებლად წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დევნილებისთვის, შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა - მთავარია, ცესკომ კანონიერი ვალდებულების შესრულების ნება გამოავლინოს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

კორძაიას თქმით, ამ დადგენილებით შესაძლებელი გახდება ემიგრანტების პრობლემების მოგვარება, არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით.

„უკანასკნელი ერთი კვირაა ვხედავთ, ცენტრალური საარჩევნო კომისია როგორ ქმნის ქაოსს იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს პრობლემური საკითხი განსაკუთრებით შეეხო დევნილებს, რომლებსაც გაურკვეველი მიზეზებით უუქმებენ საარჩევნო უფლებებს.

ამაზე პასუხისმგებელი ცალსახად ცესკოა. ამიტომ, კანონი საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად პასუხისმგებელია, ერთიანი სიის ფორმირებისათვის მიიღოს დადგენილება სწორედ, ამ არჩევნებისთვის და იხელმძღვანელოს მე-14 მუხლის „გ“ პუნქტით. გამონაკლის შემთხვევებში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება, დაარეგულიროს საკუთარი დადგენილებით. ამიტომ, ჩვენ ცესკოს აუცილებლად წარვუდგენთ დადგენილების პროექტსაც, რომლის თანახმად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დევნილებისთვის, შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა. ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული, თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ემიგრანტების პრობლემებთან, მოგვარდება ამ ერთი დადგენილებით. დამთავრდება ამაზე საუბარი. მთავარია, კანონიერი ვალდებულების შესულების ნება გამოავლინოს ცესკომ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა