დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდა

ნახვები: 533 ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ხუთი წელი გავიდა.

„ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს იმაზე, რომ ომი უკრაინაში უნდა შეჩერდეს და პუტინმა არ შეიძლება რომ გაიმარჯვოს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და თქვენთან „გამარჯვების გეგმის“ დეტალების განხილვა მსურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ამერიკელები წყვეტენ ვინ გახდება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, მაგრამ მნიშვნელოვანია საერთო ნაბიჯების განხილვა ნოემბრის შემდეგ, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

„ამიტომ გადავწყვიტე, რომ ორივე კანდიდატს შევხვედრილიყავი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თქმით, ის „ორივე მხარესთან“ იმუშავებს კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„ეს ქვეყანა ჯოჯოხეთს გადის… ამ საშინელი სიტუაციის მსგავსი არაფერი მინახავს“, - განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა