დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი კობახიძე - 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა - რატომ არ შემოვიდა რუსეთი საქართველოში 2022 წელს? დიახ, ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო

ნახვები: 509 ირაკლი კობახიძე - 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა - რატომ არ შემოვიდა რუსეთი საქართველოში 2022 წელს? დიახ, ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო

2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა - რატომ არ შემოვიდა რუსეთი საქართველოში 2022 წელს? დიახ, ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ მოვიდეს ხელისუფლებში, საქართველოში მეორე ფრონტს ერთ კვირაში გახსნიან.

„რუსეთი რატომ არ შემოვიდა საქართველოში 2022 წელს? ახსნა გაქვთ? ჩვენ გადავარჩინეთ, დიახ! ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, ჩვენ რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რასაც გვიყენებდნენ არა მარტო უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რუსეთი იქნებოდა საქართველოში შემოსული 2022 წელს.

გარანტიას გაძლევთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ მოვიდეს ხელისუფლებში, თეორიულად რომ დავუშვათ, ერთ კვირაში გახსნიან მეორე ფრონტს ამ ქვეყანაში.

2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც მოგვიანებით აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით. საქართველოს არ დაუწყია ომი, 2008 წელს სააკაშვილმა გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები და ამის შემდეგ სააკაშვილის არალეგიტიმურმა რეჟიმმა დაიწყო ომი აგვისტოში. ეს იყო რეალობა, რასაც ხელი მოაწერა თვითონ, მთელმა პარტიამ,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რუსეთი არის თუ არა დამნაშავე ომის დაწყებაში, პრემიერი პასუხობს, რომ არის, მაგრამ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო.

„ომში დამნაშავე როგორ არ არის. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, მაგრამ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით ხელი მოაწერა, როდესაც შეუერთდა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო იერიში. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აქტი, რაც განახორციელა სააკაშვილის რეჟიმმა,“ - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, პრემიერმა „ქართული ოცნების“ ახალ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ქართველ ხალს კი არ აშინებენ, არამედ „ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს და რითაც გვემუქრებიან დღესაც“.

„რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. ქართველ ხალხს უნდა შევახსენოთ რა არის ომის ფასი, რა არის მშვიდობის ფასი. კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მეორე ფრონტი ავაცილოთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თუ ვინმე ოცნებობს საქართველოში რევოლუციაზე, არეულობაზე და მეორე ფრონტზე, რასთან დაკავშირებითაც პირდაპირი მინიშნებებია აღნიშნულ ანგარიშში, ეს ოცნებები არავითარ შემთხვევაში არ ახდება“.

„ვიღაცები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არავის არ მისცემს, პირველ რიგში, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება. (ვინ ოცნებობს?) ვინც ასეთი ტექსტები ჩაწერა მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა