დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ანალენა ბერბოკი - გერმანია არ წყვეტს ისრაელელებისა და პალესტინელების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის პოლიტიკური ხედვის ძიებას

ნახვები: 524 ანალენა ბერბოკი - გერმანია არ წყვეტს ისრაელელებისა და პალესტინელების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის პოლიტიკური ხედვის ძიებას

გერმანია არ წყვეტს პოლიტიკური ხედვის ძიებას ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის, რათა შეძლონ მშვიდობიანად თანაცხოვრება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ზოგჯერ პროგრესის ნაკლებობა იმედგამაცრუებელი და მტკივნეულია.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგჯერ პროგრესის ნაკლებობა იმედგამაცრუებელია და მტკივნეული, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ პოლიტიკური ხედვის ძიებას ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის, რათა შეძლონ მშვიდობიანად ცხოვრება გვერდიგვერდ. გასული წლის 7 ოქტომბრის უმოწყალო თავდასხმისას, „ჰამასმა“ მოკლა დაახლოებით, 1200 კაცი, ქალი და ბავშვი. ტერორისტებს დღემდე მძევლად ჰყავთ აყვანილი 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის გერმანიის მოქალაქეები და ბავშვები. ამავდროულად, ღაზაში მშიერი, ტრავმირებული ბავშვები დაეხეტებიან ნანგრევებში, რაც ოდესღაც მათი სახლები იყო, სასოწარკვეთილები ეძებენ მშობლებს ნანგრევებს ქვეშ. ყოველივე ამის ნახვისას, ალბათ, ადამიანური მომენტია, რომ ზოგჯერ ყველანი ვცდილობთ ემოციურად ავყვეთ მარტივ ლოზუნგებს, დავინახოთ მხოლოდ ერთი მხარე, როდესაც გული გვტკივა. გარდა ამისა, თითოეული ჩვენგანი ამ კონფლიქტს საკუთარი პერსპექტივიდან და ისტორიიდან გამომდინარე უყურებს. ჩვენ უნდა პატივი ვცეთ ამას“, – განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელელებისთვის მდგრადი მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ის პალესტინელებისთვისაც იქნება მდგრადი.

ამასთან, ბერბოკის თქმით, გერმანიამ 360 მილიონი ევრო გამოყო ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

„სწორედ ამიტომ არ მოვისვენებთ, სანამ მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან. ამიტომაც ვმუშაობთ ასე ინტენსიურად ცეცხლის შეწყვეტისთვის. სწორედ ამიტომ ვიყავი ოქტომბრის შემდეგ რეგიონში თერთმეტჯერ. მარტო გერმანიამ 360 მილიონ ევროზე მეტი გამოყო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ღაზაში, პალესტინელი ოჯახებისთვის ღაზაში. სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ დაუყოვნებლივი 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა“,- განაცხადა ბერბოკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა