დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ჯოზეფ ბორელი - ვიდრე უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ

ნახვები: 534 ჯოზეფ ბორელი - ვიდრე უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ

ვიდრე უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თავიდან არავის ჰქონდა იმის იმედი, რომ უკრაინა წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა და რა შევთავაზეთ უკრაინას დასაწყისში? ჩვენ ჩაფხუტები შევთავაზეთ, ახლა კი F-16-ებს ვთავაზობთ. განსხვავება შესამჩნევია. ჩვენ ეს უნდა გავაგრძლოთ.

არ ვიცი რას გააკეთებენ ან არ გააკეთებენ ამერიკელები, აშშ, ახალი პრეზიდენტი, მაგრამ ჯერჯერობით ევროკავშირის სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ის. 100 მილიარდ ევროზე მეტია ის თანხა, რომელიც ჩვენ გამოვყავით, მათ შორის 45 სამხედრო მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ეს აშშ-ზე ნაკლებია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სანამ უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ”, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ჩვენი მხარდაჭერის გარეშე უკრაინა იძულებული გახდება კაპიტულაცია გამოაცხადოს. ომის მსგავსად დასრულება არ გვსურს. ჩვენ არ გვსურს უკრაინის კაპიტულაცია, მისი ეროვნული იდენტობის, თავისუფლების, ტერიტორიის დაკარგვა და მეორე ბელარუსად გადაქცევა“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა