დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

Spiegel - გერმანიაში, უკრაინის დახმარების საკითხზე, ჯო ბაიდენის, ოლაფ შოლცის, ემანუელ მაკრონისა და კირ სტარმერის შეხვედრას ამზადებენ

ნახვები: 533 Spiegel - გერმანიაში, უკრაინის დახმარების საკითხზე, ჯო ბაიდენის, ოლაფ შოლცის, ემანუელ მაკრონისა და კირ სტარმერის შეხვედრას ამზადებენ

გერმანიაში, უკრაინის დახმარების საკითხზე, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერის კირ სტარმერის შეხვედრას ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel სამთავრობო წრეებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 10-12 ოქტომბერს გეგმავს გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა ასევე გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოწვევას, სანამ ბაიდენი ქვეყანაში იქნება. მოსალოდნელია, რომ “ოთხეულის” ფორმატში შეხვედრა, დიდი ალბათობით, უკრაინის დახმარების საკითხებს შეეხება.

აღინიშნება, რომ ბაიდენი ასევე გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა “რამშტაინის” მონახულებას გეგმავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა