დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში

ნახვები: 392 თინა ბოკუჩავა - ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში

[ბიძინა] ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში და ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო იზოლაციას ისინი 26 ოქტომბერს დაასრულებენ.

"[ბიძინა] ივანიშვილის ანტიდასავლურმა და ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ გამოიწვია აშშ-ს მხრიდან პირადად მის წინააღმდეგ სანქციების [დაწესების] საკითხი. როდესაც ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში. ამ საერთაშორისო იზოლაციას დავასრულებთ 26 ოქტომბერს და ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართველი ხალხი ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამასთან, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

აღნიშნულ საკითხს პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე ისრაელის მაღალჩინოსნებს სთხოვს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად.

„საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი კობახიძე სთხოვს ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად.

ამას აკეთებს კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ირანში გახლდათ “სატირალში” ჩასული და ისრაელის განადგურებით ფანატიკურად შეპყრობილი ტერორისტების გვერდზე იყო გამოჯგიმული“, - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა