დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი - სანქციები აისახება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე

ნახვები: 527 ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი - სანქციები აისახება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე

სანქციები, თავისთავად, აისახება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე. ნებისმიერი ინვესტორი, როცა ქვეყანაში ინვესტიციის ჩასადებად შემოდის, პირველ რიგში, უყურებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ გარემოს. ის როცა ხედავს, რომ სანქციებზეა საუბარი, გართულებულ დიალოგსა და ვითარებაზე, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებს, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი, რათა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შენარჩუნდეს.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან საჭიროა მუდმივი კონსულტაციები, მუდმივი დიალოგი და დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება. იყოს მეტი გულახდილი საუბარი და ინფორმაციის გაცვლა. იმდენად არაორდინალური ვითარება გვაქვს დღეს და არასასიამოვნო მოცემულობა ამ მიმართულებით, რომ ძალიან ძნელია ყველა რისკი გათვალო ბოლომდე და რაღაც ერთგვარი წინასწარი გათვლები გააკეთო. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორთან ამ დიალოგის დროს არის საკმაოდ არასასიამოვნო ვითარებაში, ეს დამაზიანებელია. სანქციები, თავისთავად, აისახება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე. ამას აქვს არასასიამოვნო ეფექტი. ქვეყანა ასეთ ვითარებაში მისი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან დღემდე არ ყოფილა. როცა სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს აწესებს, ეს მიმანიშნებელია იმაზე, რომ უფრო მეტად და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხებს. რა თქმა უნდა, შედეგი არ იქნება სახარბიელო.

ნებისმიერი კეთილსინდისიერი ინვესტორი, როცა ქვეყანაში ინვესტიციის ჩასადებად შემოდის, პირველ რიგში, უყურებს იმ გარემოს რა გარემოშიცაა ქვეყანა. ესაა პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო. ის როცა ხედავს რომ სანქციებზეა საუბარი, გართულებულ დიალოგსა და ვითარებაზე, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებს. ეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი იქნება. ამიტომ მეტი კომუნიკაცია, ახსნა-განმარტება როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესის მხრიდან და მოვუფრთხილდეთ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებს. მე მაგალითად საქართველოს განვითარება ევროკავშირისა და აშშ-ის გარეშე, მარტო ინდივიდუალურად, რთულად მესახება. სანქცირება უარყოფითად მუშაობს როგორც გარე ინვესტორებზე, ასევე შიდა ინვესტორებზე“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა