დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

იენს სტოლტენბერგი - ყველაზე დიდი რისკი იქნება პუტინის გამარჯვება უკრაინაში

ნახვები: 493 იენს სტოლტენბერგი - ყველაზე დიდი რისკი იქნება პუტინის გამარჯვება უკრაინაში

ომში არ არსებობს არჩევანი რისკის გარეშე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ის მიესალმება ბოლო დღეებში მიმდინარე საჯარო განხილვებს უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვის შესახებ.

გენერალური მდივანი ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება ცალკეული მოკავშირეების გადაწყვეტილებებზე.

„ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ცალკეულმა მოკავშირეებმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს ამ საკითხებზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

უკრაინაში ომის ესკალაციის რისკის შესახებ ზოგიერთი მოკავშირის შეშფოთების შესახებ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საუბარია ევროპაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე.

„ომში არ არსებობს არჩევანი რისკის გარეშე. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი რისკი ჩვენთვის იქნება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება უკრაინაში“, – ამბობს სტოლტენბერგი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა