უნგრეთი: ოპოზიციამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ორბანმა მარცხი აღიარა
Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership

რომან გოცირიძე - გინახავთ რომელიმე სპორტსმენის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან? ერთადერთი, ვინც თავი გამოიჩინა, არის ყაველაშვილი

12.09.2024 ნახვები: 484

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ოცეულის ნაწილი გამლამაზებლები არიან ნაძვის ხეზე, რომელიც მახინჯია, დაგრეხილი ტოტებით, ბრჭყვიალა, ლამაზ-ლამაზი სათამაშოები რომ ჩამოკიდო. გინახავთ რომელიმე სპორტსმენის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან? ერთადერთი, ვინც თავი გამოიჩინა, ყაველაშვილია, რომელმაც გინესის რეკორდი დაამყარა საპარლამენტო გინებაში, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

სიის კიდევ ერთი ნაწილი კი, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ის ადამიანები არიან, ვინც “ქვეყანას უღალატეს”.

“ქართული ოცნების” სია შედგება სამი ნაწილისგან: რეგიონებზე მიმაგრებული, ფულიანი, ბობოლა ფეოდალები, რომელთაც მაჟორიტარული სისტემის აღდგენა უნდათ შემოვლითი ფორმით; პირველი ოცეული: აქ არის ნაწილი იმ ადამიანებისა, რომელთაც უღალატეს ქვეყანას, მიიღეს “რუსული კანონი”, ფაქტობრივად ზურგი აქციეს ევროკავშირს; მათი მათი მეორე ნაწილი კი გამლამაზებლები არიან ნაძვის ხეზე, რომელიც მახინჯია, დაგრეხილი ტოტებით, ბრჭყვიალა, ლამაზ-ლამაზი სათამაშოები რომ ჩამოკიდო. პარლამენტში ამ ადამიანების როლი იქნება კენჭის ყრის ღილაკზე თითის დაჭერა. სტატისტების როლს შეასრულებენ, ისევე როგორც ის სპორტსმენები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან. გინახავთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ან კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან? ან სხვა რომელიმე სპორტსმენის? მაგრამ სამწუხაროდ, მოღალატეობრივ კანონპროექტს ყველამ ხმა მისცა. ერთადერთი, ვინც ყოფილი სპორტსმენი იყო, გამოდის და თავი გამოუჩენია, ეს არის ყაველაშვილი, რომელმაც გინესის რეკორდი დაამყარა საპარლამენტო გინებაში. კაკო ბობიხიძესაც კი “გადაუჯოკრა”. კაკო ბობოხიძესაც კი აჯობა საპარლამენტო გინებაში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, გოცირიძემ სხვა საკითხებზეც ისაუბრა და უპასუხა კითხვას სენატში საქართველოს შესახებ დაგეგმილ განხილვაზე. მისი თქმით, როგორც სენატიდან, ისე კონგრესიდან, “ძალიან ნათელი და ზუსტი” განცხადებები კეთდება.

“ძალიან ნათელი, ზუსტი განცხადებები კეთდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როგორც სენატიდან, ისე კონგრესიდან. ასევე აღმასრულებელი სტრუქტურებიდან; მთავრობიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან - მათი წარმომადგენლის განცხადებაც იყო გუშინ, რომ მათი სახელმწიფო, ისევე როგორც ევროკავშირი, არ მიატოვებს საქართველოს მოსახლეობას რუსეთის პირისპირ და არ მისცემს უფლებას ამ მარიონეტულ ხელისუფლებას, რომ საქართველომ გადაუხვიოს მის ისტორიულ არჩევანს. ქვეყნის მხარდაჭერის აქტი იქნება მიღებული, რომელიც ფაქტობრივად, დააზღვევს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ კურსს და ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას. თუ ამის მცდელობა იქნება, რისი ყველაზე დიდი გამოხატულება იქნება არჩევნების გაყალბება, მაშინ “ქართული ოცნების” ლიდერებს უმძიმესი სანქციები დაეკისრებათ. ამას მოჰყვება ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია, მათ შორის ფინანსური კუთხით. “ქართული ოცნება” რომც წავიდეს ხელისუფლებიდან, რაც, დიდი ალბათობით, მოხდება, სანქციები და უკვე ჩადენილი დანაშაულების გამო დასავლელი პარტნიორების მხრიდან, არ ასცდება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა