დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ლევან ბეჟაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე პრემიერ-მინისტრის განცხადება ცინიკურია

ნახვები: 502 ლევან ბეჟაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე პრემიერ-მინისტრის განცხადება ცინიკურია

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, „ცინიკურია“.

მისივე განმარტებით, მთავრობის მხრიდან ეს ნაბიჯი არ შეიძლება ჩაითვალოს არჩევნების ხელშემწყობ ღონისძიებად, არამედ მისი გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

მისი თქმით, ამ გზით არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ.

„ცინიკურია პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე. ცხადზე უცხადესია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებულებები. მათი საქმიანობა სწორედ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას უკავშირდება. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი სამოქალაქო სექტორების განვითარებაში. ეს 200 მილიონი გასაგებია, რომ გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისათვის, ასევე, ამომრჩევლების მოსყიდვისთვის. ბუნებრივია, ეს კიდევ დამატებითი ფაქტორი იქნება იმისა თუ, რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი არჩევნების ხელშემწყობ ღონისძიებად. პირიქით, ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ წალენჯიხაში გახსნილი აუზი წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობად, ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის საუბარი წინასაარჩევნო მოსყიდვასთან დაკავშირებით, „მიუღებელია“.

ბეჟაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ არჩევნები წაგებული აქვს.

„ქართულ ოცნების“ მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი თავზე აქვს შემოვლებული და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ადამიანებზე ზეწოლა მოახდინონ: „შენ რომ პენსიას იღებ“, „შენ რომ ხელფასს იღებ“ და „შენ რომ სოციალური დახმარება გაქვს“, თურმე, ბიძინა ივანიშვილის წყალობა ყოფილა და ამას მთელს საქართველოს ამადლიან. ამის ფონზე, საუბარი იმაზე, რომ წალენჯიხაში ბავშვებისთვის აუზი გაიხსნა და ეს თურმე წინასაარჩევნო დარღვევაა, აბსოლუტურად ცინიკური და მიუღებელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ საქართველოს მოქალაქეების მოსყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. მათ უნდა იცოდნენ, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება გამოიძიებს ყველა შემთხვევას, რა დროსაც ისინი მოქალაქეების მოსყიდვით, ძალადობით ცდილობდნენ სხვა შედეგი დაეყენებინათ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა