ქობულეთში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ზელენსკი: რუსეთმა ხარკოვის ოლქში პარკში მყოფ ადამიანებს დრონით დაარტყა – დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს
ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ოკუპაცია ბრალდება საქართველოს, დასავლეთი კი მტრად ცხადდება
დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ოლაფ შოლცი - დროა ვიმსჯელოთ, როგორ შეგვიძლია უფრო სწრაფად გამოვიდეთ ამ ომის სიტუაციიდან და მივაღწიოთ მშვიდობას

ნახვები: 445 ოლაფ შოლცი - დროა ვიმსჯელოთ, როგორ შეგვიძლია უფრო სწრაფად გამოვიდეთ ამ ომის სიტუაციიდან და მივაღწიოთ მშვიდობას

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესზე გადასვლა უნდა დაჩქარდეს.

„მჯერა, ახლა დროა ვიმსჯელოთ, როგორ შეგვიძლია უფრო სწრაფად გამოვიდეთ ამ ომის სიტუაციიდან და მივაღწიოთ მშვიდობას“, - აღნიშნა შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებიც კვირას გამოქვეყნდა.

მისი თქმით, მხარს უჭერს რუსეთის მონაწილეობას მეორე „მშვიდობის სამიტში“. კანცლერის თქმით, მოსკოვის ყოფნის აუცილებლობის საკითხზე ბერლინი ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას.

"აუცილებლად იქნება კიდევ ერთი სამშვიდობო კონფერენცია", - აღნიშნა შოლცმა, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია.

ამასთან, მისი თქმით, ძალიან კონფიდენციალური საუბარი ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა