ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

ძალოსნობა | ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ნახვები: 1002 ძალოსნობა | ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშა ატაცში 210 და 215 კილოგრამს გაუმკლავდა, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი ასწია.

ვერცხლის მედალი სომხეთის წარმომადგენელ ვარაზდატ ლალაიანს ერგო, მან ორჭიდის ჯამში 467 კილოგრამს მოუყარა თავი, ხოლო ბრინჯაოს მედალს ბაჰრეინის სახელით გამომსვლელი სომეხი გორ მინასიანი 461 კილოგრამით დაეუფლა.

ლაშა ტალახაძე ვიქტორ სანეევის (სამხტომი) შემდეგ პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური თამაშები სამჯერ მოიგო. ლეგენდარულმა ძალოსანმა ოქროს მედალი რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადებზეც მოიპოვა.

რაც შეეხება მსოფლიო ძალოსნობის ისტორიას, მძიმე წონაში ტალახაძემ ვასილი ალექსეევის, ალექსანდრ კურლოვიჩისა და ჰოსეინ რეზაზადეს შედეგი გააუმჯობესა. მათ, ქართველ ძალოსანთან ერთად, ორი ოლიმპიური ოქროს მედალი ჰქონდათ.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ექვსი მედალი აქვს. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვერცხლი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურული ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ, 11 აგვისტოს ოქროს მედლისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგ საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი ოქროს მედალი მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს პეკინში ჰქონდა მოპოვებული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა