ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

კახა კალაძე - დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

ნახვები: 700 კახა კალაძე - დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

„დემოკრატიის ფესტივალი“ უბრალოდ შეფუთულია დემოკრატიის ფესტივალად, სახელი დაარქვეს, რეალურად, ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც დანიის მთავრობისგან ფინანსდება, სამწუხაროა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

„პირდაპირ, ღიად უცხოეთიდან, სახელმწიფოებიდან ხდება ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. წარმოუდგენელია, ასეთი რამ ევროპულ ქვეყნებში რომ მოხდეს, პირველი რაც გაკეთდებოდა, იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება თანხების შემოსვლა, დაფინანსება, გაძევებული იქნებოდა. შესაბამისად, ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება აღნიშნული თანხების გადმორიცხვა და პირდაპირ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. რა დემოკრატიაზეა საუბარი, ღიად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებსა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა“, – განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა