ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თინა ბოკუჩავა - ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს იმეორებს

ნახვები: 509 თინა ბოკუჩავა - ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს იმეორებს

ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს იმეორებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უარყოფს, პუტინის რუსეთია.

„მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა, მათ შორის სამართლებრივად დაადგინა ის სიმართლე, რაც მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ფაქტს უარყოფს, არის პუტინის რუსეთი. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს იმეორებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი ერთიანობით მოვიტანთ ცვლილებებს და ქვეყანას კვლავ ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაუბრუნებს ჩვენს ქვეყანას ეროვნულ იდენტობას, ღირსებას და აღარ გაიმეორებს კრემლის ამ მავნებლურ გზავნილებს. პირადად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ ყველაფერს გავაკეთებ, 26 ოქტომბერს ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც კრემლის გზავნილებს კი არ გაიმეორებს, არამედ აღადგენს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რასაც საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე ვიღებ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა