სუს-ი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება
გოჩა მირცხულავა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს
მოსამართლემ გიორგი გახარიასთვის, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ძალაში დატოვა
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს
უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა
არჩილ იაკობაშვილი - „ლიბერთი ბანკის“ შთანთქმა რუსული მოდელით
ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
23-24 აპრილს საქართველოში იწვიმებს

თინა ბოკუჩავა - როგორც ჩანს, ივანიშვილს ეშინია ზურაბიშვილის მიმართ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე საერთაშორისო წნეხის

03.08.2024 ნახვები: 448

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ეშინია საერთაშორისო წნეხის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არ იყოს თეორიული შანსი, რომ არჩევნებზე მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე იყოს თავისუფალი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაში დატოვება არის უპირველესი ამოცანა.

„გუშინდელი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობაა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომელიც არის მისი მთავარი ოპონენტი. წინასაარჩევნოდ მისი ამ უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება არის მისი უპირველესი ამოცანა. როგორც ჩანს, მას ასევე ეშინია იმ საერთაშორისო წნეხის, რომელიც არის პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არ იყოს თეორიული შანსიც კი, რომ ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე, მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და ყველაზე ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე იყოს თავისუფლებაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა