სუს-ი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება
გოჩა მირცხულავა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს
მოსამართლემ გიორგი გახარიასთვის, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ძალაში დატოვა
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს
უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა
არჩილ იაკობაშვილი - „ლიბერთი ბანკის“ შთანთქმა რუსული მოდელით
ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
23-24 აპრილს საქართველოში იწვიმებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

02.08.2024 ნახვები: 401

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის წევრის მიმართ იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ქ.თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში უცხო ქვეყნის მოქალაქემ ქ.ქ.ვ.-მ მეუღლეს ლ.წ.-ს ძალის გამოყენებით აიძულა ჩამჯდარიყო მის ავტომობილში, რასაც ორი პირი - გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ და დაზარალებულს დაეხმარნენ. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა მეუღლის და ზემოხსენებული ორი პირის მკვლელობა გადაწყვიტა, რის შემდეგაც იგი სწრაფი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანით მათი მიმართულებით გაემართა, რა დროსაც მეუღლემ მოახერხა გაქცევა, ხოლო გ.მ. და ს.ბ. ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავდნენ, მათ შორის ს.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა შენიშნა, რომ მისი მეუღლე ცოცხალი იყო და მას მეტალის ბასრი საგნით გამოეკიდა, დააგდო ძირს და რამოდენიმეჯერ მოუქნია, თუმცა ადგილზე შეკრებილმა პირებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა, რის გამოც ქ.ქ.ვ.-მ დანაშაული ბოლომდე ვერ განახორციელა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 17 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა