სუს-ი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება
გოჩა მირცხულავა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს
მოსამართლემ გიორგი გახარიასთვის, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ძალაში დატოვა
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს
უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა
არჩილ იაკობაშვილი - „ლიბერთი ბანკის“ შთანთქმა რუსული მოდელით
ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
23-24 აპრილს საქართველოში იწვიმებს

„გარდიანი“ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არეულობებთან საბრძოლველად ახალი ინიციატივით გამოვიდა

02.08.2024 ნახვები: 460

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი მასობრივ არეულობებთან საბრძოლველად „ეროვნული შესაძლებლობების“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ამის შესახებ სტრამერმა საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, წერს „გარდიანი“.

როგორც ცნობილია, საუთპორტში საბავშვო საცეკვაო წრის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ბავშვებს დანით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სამი ბავშვი დაიღუპა, რვა დაშავდა, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ ინციდენტს ბრიტანეთში მასობრივი ძალადობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომ ბოროტმოქმედი მოზარდი მუსლიმი მიგრანტია. მოგვიანებით სასამართლომ, არასრუწლოვანი თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა, ის 17 წლის კარდიფში დაბადებული აქსელ მუგანვა რუდაკუბანა აღმოჩნდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამართული აქციები „ულტრამემარჯვენე სიძულვილმა“ გამოიწვია.

არეულობებზე საპასუხოდ კირ სტრამერი გამოდის ინიციატივით, რომელიც სადაზვერვო და პოლიციური ძალების ძალისხმევის გაერთიანებას მოიცავს.

მისი თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს ყველა იდეოლოგიური სპექტრის აგიტატორის გამოვლენას და საზოგადოებაში დაძაბულობის ინდიკატორების შესახებ ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესებას.

სტრამერის თქმით, არეულობების დროს პოლიცია უფრო მობილური უნდა იყოს და ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გადაადგილება სწრაფად შეძლოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა