სუს-ი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება
გოჩა მირცხულავა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს
მოსამართლემ გიორგი გახარიასთვის, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ძალაში დატოვა
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს
უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა
არჩილ იაკობაშვილი - „ლიბერთი ბანკის“ შთანთქმა რუსული მოდელით
ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
23-24 აპრილს საქართველოში იწვიმებს

ირანი "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის შემდეგ ისრაელს რევანშით ემუქრება

01.08.2024 ნახვები: 391

ირანი "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის შემდეგ ისრაელს რევანშით ემუქრება. ოფიციალური თეირანი ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში სწორედ ისრაელს ადანაშაულებს.

ცნობისთვის, ისრაელი პირდაპირ არ გამოხმაურებია "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის ამბავს, თუმცა პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ქვეყანამ მტრებს "გამანადგურებელი დარტყმები" მიაყენა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში "საშიში ესკალაციის" საფრთხეა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კი აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დაძაბულობის განმუხტვაზე იმუშავებს და თუ კი ისრაელს თავს დაესხმებიან, ის მას დაეხმარება.

ისმაილ ჰანიე, რომელიც კატარში ცხოვრობდა, გასული წლის 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმის დაწყების შემდეგ, პალესტინის საერთაშორისო დიპლომატიური ჯგუფის სახედ იქცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა