ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

"მნიშვნელოვანი და აუცილებელი პასუხი" - სენატორი კარდინი საქართველოს მთავრობისთვის აშშ-ის საგარეო დახმარების შეჩერებაზე

ნახვები: 422 "მნიშვნელოვანი და აუცილებელი პასუხი" - სენატორი კარდინი საქართველოს მთავრობისთვის აშშ-ის საგარეო დახმარების შეჩერებაზე

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი საქართველოს მთავრობისთვის აშშ-ის საგარეო დახმარების შეჩერებას ეხმაურება.

როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება - შეაჩეროს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების უმეტესი ნაწილი, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ პასუხს წარმოადგენს.

"საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედება - განსაკუთრებით რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის ამოქმედება - წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე. ასეთი ზომები ძირეულად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს.

საქართველოს კანონმა უცხოეთის აგენტების შესახებ და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევამ, საგანგაშო დემოკრატიული უკუსვლის გამოკვეთილი სურათი დახატა. დახმარების შეჩერება, რომელიც სარგებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. ჩვენი საერთო ღირებულებები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, მოლაპარაკებას არ ექვემდებარება“, - აღნიშნულია სენატორი კარდინის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს 95 მლნ აშშ დოლარის დახმარებას უჩერებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

“23 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ქცევის შედეგად, გამოვაცხადე, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები გადაიხედებოდა. განხილვის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები აჩერებს საქართველოსთვის $95 მილიონიან დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და მცდარი განცხადებები შეუთავსებელია EU-სა და NATO-ს წევრობის ნორმებთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებების გამო საქართველოს მთავრობის დახმარებას ვაჩერებთ, შეერთებული შტატები აგრძელებს პროგრამებსა და აქტივობებს, რომლებიც ეხმარებათ ქართველ ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მედიადამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ჩვენს ორ ქვეყანასა და მათ მოქალაქეებს შორის მეგობრობისა და პარტნირობის 32 წლის მანძილზე, ამერიკელმა ხალხმა საქართველოს $6.2 მილიარდის დახმარება უკვე გადასცა, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაში. ჩვენმა დახმარებამ ხელი შეუწყო საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სასაზღვრო დაცვის გაძლიერებასა და გაწრთვნას, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებას, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და ჯანდაცვის პროფესიონალების გადამზადებას. ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული”, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა