ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯეიმს ო'ბრაიენ - აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს სანქციების სფეროში, უკან დაბრუნების გზა არსებობს

ნახვები: 432 ჯეიმს ო'ბრაიენ - აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს სანქციების სფეროში, უკან დაბრუნების გზა არსებობს

აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს სანქციების სფეროში - უკან დაბრუნების გზა არსებობს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე განაცხადა.

ამ კონტექსტში მან დაასახელა რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, “უცხოური აგენტების” კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვიდრე რუსულთან. ასევე, მისი თქმით, ჩინეთი არ უნდა წარმოადგენდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აქტორს.

"ევროკავშირმა თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწვერიანების გზა ახლა შეჩერებულია.

თქვენ სანქციების შესახებ იკითხეთ. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ჩვენ ვარიანტებს ამ სფეროში, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ ამას [სანქციების საკითხს] განვიხილავთ. ეს მხოლოდ მათ არ ეხება, ვინც სარგებელი იპოვა კორუფციისგან, არამედ მათაც, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკა, რომელიც ამ ტერიტორიაზე უკვე ზღუდავს აშშ-სკენ წვდომისკენ.

ორი რამ: პირველი, საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნების გზა არსებობს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. ნებისმიერი “გამჭვირვალობის” საჭიროების შექმნა, რომელიც მათ სურთ, თუნდაც ამ “უცხოური აგენტების” კანონის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვიდრე რუსულ კანონთან შესაბამისობა.

არ ჰყავდეთ ჩინეთი, როგორც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის შემქმნელი.ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის", - აღნიშნა მან.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი იმუშავებს კონგრესთან საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე.

ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებით, აშშ-მა "ქართული ოცნებისგან" ერთი წლის წინაც ნახა "არასწორი გზის ნიშნები", რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და იმედი გამოთქვა, რომ ამას კვლავ იხილავს.

"რისი გაკეთება შეუძლია კონგრესს - ვიცი, რომ კანონპროექტზე მუშაბთ და როდესაც შეიმუშავებთ, ვიცი, რომ სამუშაოდ ჩვენ შემოგიერთდებით, როგორც ვმუშაობთ უფრო ფართო შავი ზღვრის სტრატეგიაზე - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება. ასევე, მინდა კონგრესის წევრების ძალისხმევა აღვნიშნო მესიჯის მიტანის მხრივ, რომ საქართველოს ორპარტიულ, დიდი ხნის მეგობრებს სჯერათ, რომ ეს არასწორი გზაა. ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამას კვლავ ვნახავთ", - განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა