სუს-ი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება
გოჩა მირცხულავა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს
მოსამართლემ გიორგი გახარიასთვის, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ძალაში დატოვა
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს
უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა
არჩილ იაკობაშვილი - „ლიბერთი ბანკის“ შთანთქმა რუსული მოდელით
ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
23-24 აპრილს საქართველოში იწვიმებს

კამალა ჰარისი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს

31.07.2024 ნახვები: 385

კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, კამალა ჰარისი, რომელიც მალე უნდა გახდეს „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, უკვე შემდეგ კვირას მის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატთან ერთად გაატარებს წინასაარჩევნო ღონისძიებებს ე.წ. “საბრძოლო” შტატებში.

ბოლო წლებში ასეთ შტატებს, სხვებთან ერთად, მიეკუთვნება - მიჩიგანი, პენსილვანია და ვისკონსინი.

გამოცემის ცნობით, დაგეგმილი ტურნე იმაზე მეტყველებს, რომ კამალა ჰარისი ახლოსაა გადაწყვეტილების მიღებასთან თუ ვინ გახდება მისი პარტნიორი წინასაარჩევნო კამპანიაში.

მედიის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტობაზე კანდიდატების სიაში არიან პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო, აშშ-ის სენატორი არიზონადან მარკ კელი, მინესოტას გუბერნატორი ტიმ ვოლცი, და აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი პიტ ბუტიჯიჯი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა