სუს-ი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება
გოჩა მირცხულავა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს
მოსამართლემ გიორგი გახარიასთვის, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ძალაში დატოვა
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს
უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა
არჩილ იაკობაშვილი - „ლიბერთი ბანკის“ შთანთქმა რუსული მოდელით
ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
23-24 აპრილს საქართველოში იწვიმებს

შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს მის ლეგიტიმაციას

30.07.2024 ნახვები: 468

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს მის ლეგიტიმაციას - რომ ჰქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან ამ სასამართლოს აქვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სარჩელი არის ფარისევლობა.

„[სარჩელი] კიდევ ერთი ფარისევლობაა ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. სულ რამდენიმე თვის წინ, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ. ლამის მონებად გამოაცხადეს მოსამართლეები იმისთვის, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ. დღეს იმავე მოსამართლეებს მიმართავენ სამართლის საპოვნელად. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს მის ლეგიტიმაციას. მას რომ ჰქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან ამ სასამართლოს აქვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია. ერთადერთი მიზეზი რატომაც არ შედგა იმპიჩმენტი, არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაარჩინა ის და ამ თანამდებობაზე შეინარჩუნეს. ვხედავთ, რისთვისაც სჭირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა