ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიგი წერეთელი: ევროპული საქართველოს პრაიმერიზში ჩემი და აკაკი ბობოხიძის სიამ გაიმარჯვა

ნახვები: 477 გიგი წერეთელი: ევროპული საქართველოს პრაიმერიზში ჩემი და აკაკი ბობოხიძის სიამ გაიმარჯვა

ევროპული საქართველოს პრაიმერიზი დასრულდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, მისი და აკაკი ბობოხიძის სიამ გაიმარჯვა და 1015 დელეგატის ხმა მიიღო.

რაც შეეხება N2 სიას, წერეთლის თქმით, 819 ხმა მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობა საქართველოს 38 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მიიღეს.

"მეგობრებო, #ევროპული საქართველოს პრაიმერიზი დასრულდა. ეს პოზიტიურ ნაწილთან ერთად, გაცილებით დაძაბული,შრომატევადი და არასასიამოვნო ეპიზოდებით დატვირთული პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა...

ადრეც, სხვადასხვა ფორმის პრაიმერიზში მიმიღია მონაწილეობა შიდა თუ საერთაშორისო არჩევნებში, მაგრამ ჩვენი ვერსია სპეციფიკური აღმოჩნდა. ახლა დეტალებზე არ ვისაუბრებ.

შედეგი ცნობილია - N 1 სიამ, (რომელიც მე და აკაკი ბობოხიძემ წარვადგინეთ) გაიმარჯვა და 1015 დელეგატის ხმა მიიღო, ხოლო N 2 სიამ (ჩერგოლეიშვილი/ბოკერია) 819 ხმა. შემდგომში ორი კონკურენტი სია ერთიანდება შესაბამისი პროპორციით.

ძალიან დიდი მადლობა ყველა დელეგატს, ვინც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს 38 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

პატივს ვცემთ ყველას არჩევანს, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ჩემი , N 1 სიის მხარდამჭერებს. (მათი არჩევანი, სრულიად მოულოდნელად და ხელოვნურად შექმნილი გარემოების გამო, კიდევ უფრო ღირებულია).

ახლა დაიწყება აქტიური საარჩევნო კამპანია და ოქტომბერში, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ცვლილებები უნდა მოხდეს. აქვეა ინფორმაცია, რომელმა სიამ სად გაიმარჯვა:

სია #1 ქუთაისი, ზუგდიდი, გორი ,ხონი, ზესტაფონი, ჭიათურა, თერჯოლა, ბაღდათი, სამტრედია, წყალტუბო, ტყიბული, ოზურგეთი, ლანჩხუთი, მარტვილი, ჩხოროწყუ, ქარელი, ბორჯომი, ხაშური, ყვარელი, საგარეჯო, ლაგოდეხი, ახმეტა, წალკა, თეთრიწყარო, ქობულეთი, ხულო, მესტია, ლენტეხი.

სია #2 თბილისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, აბაშა, ხობი, გურჯაანი, ცაგერი"- წერს წერეთელი. 

ევროპული საქართველოს პრაიმერიზი 28 ივლისს ჩატარდა. დელეგატებს შეეძლოთ ორ სიას შორის გაეკეთებინათ არჩევანი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩვნო სია პრაიმერიზის შედეგების მიხედვით შედგება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა