ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბერდია სიჭინავა - მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშს ველით

ნახვები: 397 ბერდია სიჭინავა - მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშს ველით

ჩვენ არც კითხვები გვაქვს მამუკა ხაზარაძესთან და არც პასუხებს ველით მისგან. ჩვენ ველით მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშს იმ აღვირახსნილ, ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოა , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.

სიჭინავას თქმით, მამუკა ხაზარაძე უპასუხისმგებლო ინვესტორია, რომელმაც საკონტრაქტო პირობები ვერ შეასრულა და საკუთარ სახელმწიფოს ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი მოსთხოვა.

„მამუკა ხაზარაძემ დავა წააგო საკუთარ სახელმწიფოსთან, საკუთარ ხალხთან და, მათ შორის, გიორგი გახარიას სიმართლესთან. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ იმ აღვირახსნილ კამპანიას, იმ ტალახის სროლას არ ვცემდით პასუხს და ველოდით სწორედ ამ დღეს - არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომელმაც ობიექტურად მოჰფინა ნათელი, თუ რასთან გვქონდა ანაკლიის შემთხვევაში საქმე, რომ ვერ შედგა ეს პროექტი. ამ ანაკლიის „ფეილს“ ჰყავს უკვე ავტორი და ეს არის მამუკა ხაზარაძე. სამწუხაროა, ამის თქმა რომ გვიწევს, მაგრამ უპასუხისმგებლო ინვესტორი, რომელმაც ჯერ ვერ მოიძია ინვესტიციები, შემდეგ რამდენჯერმე სთხოვა სახელმწიფოს საკონტრაქტო პირობების გადავადება, რამდენჯერმე გადაუვადეს და ესეც ვერ შეასრულა და შემდეგ უკვე, საარბიტრაჟო დავაში მილიარდნახევარ დოლარს, ხუთ მილიარდ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს სთხოვდა საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს.

ჩვენ არც კითხვები გვაქვს მამუკა ხაზარაძესთან და არც პასუხებს ველით მისგან. ჩვენ ველით მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშს იმ აღვირახსნილ, ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოა. ჩვენი პოლიტიკური გუნდიც კი არ ითხოვს ბოდიშს, საზოგადოებას უნდა აუხსნან ამ ადამიანებმა, რას ედავებოდნენ საკუთარ სახელმწიფოს. დღეს იცით, მისი ინვესტიციიდან რა არის დარჩენილი? - ქვიშის ქარიშხალი, ვითომ რომ პორტის დაღრმავება მოხდა. ყოველი ქარის ამოვარდნის დროს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა