სუს-ი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება
გოჩა მირცხულავა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს
მოსამართლემ გიორგი გახარიასთვის, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ძალაში დატოვა
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს
უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა
არჩილ იაკობაშვილი - „ლიბერთი ბანკის“ შთანთქმა რუსული მოდელით
ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
23-24 აპრილს საქართველოში იწვიმებს

ავიაკომპანიებმა ლიბანში საჰაერო მიმოსვლა შეაჩერეს

29.07.2024 ნახვები: 411

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მზარდი დაპირისპირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, ავიაკომპანიებმა ლიბანში ფრენები შეაჩერეს.

სააგენტო „პოლიტიკოს“ ცნობით, მათ შორისაა გერმანული „ლუფთჰანზა”, რომელმაც 5 აგვისტომდე ბეირუთში რეისები შეწყვიტა. ასევე საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზებმა და „ევროვინგსმა“.

ამასთან, გაუქმებულია „თურქიშ ეარლაინსის“, „ეგეოსის ავიახაზების“, „ეთიოპიური“ და „მიდლ ისთ ეარლაინსის“ დღევანდელი ავიარეისები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკული ავიახაზების ლიბანში დაგეგმილ რეისებში ცვლილებებს ახორციელებენ და გადამისამართება მოხდება.

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ვითარება სარაკეტო თავდასხმის შედეგად გამწვავდა, რასაც 12 ისრაელელი ბავშვი ემსხვერპლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა