ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი - ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის, „ჰეზბოლასი“

ნახვები: 493 აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი - ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის, „ჰეზბოლასი“

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი აცხადებს, რომ გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი არის „ჰეზბოლა“. ამის შესახებ უოტსონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ეს მათი რაკეტა იყო და მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გაშვებული. „ჰეზბოლამ“ ისრაელზე თავდასხმა 8 ოქტომბერს დაიწყო, რითიც სოლიდარობა გამოუცხადა „ჰამასს“, ირანის მიერ მხარდაჭერილ კიდევ ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას. ისრაელის უსაფრთხოებისადმი ჩვენი მხარდაჭერა არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის, „ჰეზბოლასი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უოტსონის თქმით, თეთრი სახლი ასევე მუშაობს ლურჯი ხაზის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ამ თავდასხმებს ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა