ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს

ნახვები: 464 დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ დავით კირკიტაძეს „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე სამართალდამცველებმა ბრალი წარუდგინეს.

რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დავით კირკიტაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა.

გასული წლის შემოდგომაზე რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირის, მათ შორის დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურამ დაიწყო.

დავით კირკიტაძე ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ეს არის პასუხი ჩვენს გეგმაზე, რაც ეხება რუსთავის მაღალტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას, რუსთაველებისთვის საკუთრების დარეგისტრირებას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ და დავიწყებთ კიდეც მალე, ამისი ბერკეტები გვაქვს. ამ სამარცხვინო ადამიანებმა „ქართული ოცნების" ერთ-ერთ ფილიალს - სამწუხაროდ, ფილიალებადაა ქცეული მათი პოლიტიკური ჟანდარმერია - დაავალეს და გამოიტანეს ეს სამარცხვინო დადგენილება. ამ დადგენილებას არ ვეთანხმები და არ ეთანხმება ბევრი ადამიანი. მე აქ ყველა გვერდზე წავუწერე, რაც უნდა იყოს მთავარი და რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბრალდებას არ ვეთანხმები, შეთითხნილია და თავისუფლება მიშას", - განაცხადა დავით კირკიტაძემ პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.

პროკურატურამ რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირის, მათ შორის დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დავით კირკიტაძეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა