რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ

ნახვები: 504 ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაარწმუნოს იგი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ომის დასრულება განიხილოს.

„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორიის ძალით დაბრუნება მოხდება. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას შეუძლია დახმარების გაწევა“, - განაცხადა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ ბრძოლის ველზე სუსტი რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინას უფრო ძლიერ პოზიციაში დააყენებს.

„ვფიქრობ, რუსეთზე ზეწოლით შესაძლებელია დიპლომატიურ მოგვარებაზე შეთანხმება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მზადაა იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც აშშ-ში ხელისუფლებაში იქნება.

"მასთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ. შესაძლოა, მას მართლა არ ესმის, რა ხდება უკრაინაში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან “, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა