რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

თინა ბოკუჩავა აშშ-ში, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

ნახვები: 486 თინა ბოკუჩავა აშშ-ში, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვიზიტს აშშ-ში აგრძელებს. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა, რომელიც „მეგობარი აქტის“ ინიციატორია.

მისი თქმით, „მეგობარი აქტის“ მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ამოქმედება შეძლოს.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა მქონდა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან. შევხვდი კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც არის „მეგობარი აქტის“ ინიციატორი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე მიიღო. შევთანხმდით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო აქტის იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა შეძლოს მოქმედება და სანქციები აამუშაოს, მათ შორის ფინანსური სანქციები, ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, როგორც პირების, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და საბოტირებენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობას ესწრება, როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის გლობალური პარტნიორი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიებაზე მიწვეული ერთადერთი ქართული პოლიტიკური პარტიაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციაში შედიან პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე და მისი მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი;

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა