რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

დონალდ ტრამპი - ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი

ნახვები: 462 დონალდ ტრამპი - ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი

ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, როდესაც „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

”ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ნახევარი ამერიკისთვის გამარჯვება გამარჯვება არ არის”, - დასძინა ტრამპმა მილუოკიში, "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსნა პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მასზე განხორციელებული თავდასხმა და ხაზი გაუსვა, რომ ღმერთი მის მხარესაა.

„ყველგან სისხლი იღვრებოდა და მაინც, გარკვეულწილად, თავს ძალიან დაცულად ვგრძნობდი, რადგან ჩემს მხარეს იყო ღმერთი. ბოლო მომენტში თავი რომ არ მიმებრუნებინა, მკვლელის ტყვია მიზანს მოხვდებოდა და ახლა თქვენთან არ ვიქნებოდი, მაგრამ ვდგავარ თქვენს წინაშე მხოლოდ ყოვლისშემძლე ღვთის მადლით“- აღნიშნა ტრამპმა.

მან აშშ-ის პრეზიდენტზე, ჯო ბაიდენზე ისაუბრა და მისი სახელი ახსენა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ სახელს აღარ გაიმეორებს.

„თუ აიღებთ 10 ყველაზე ცუდ პრეზიდენტს შეერთებული შტატების ისტორიაში, მათ არ მოუტანიათ ის ზიანი, რაც ბაიდენმა მოიტანა. ბაიდენი - ამ სახელს მხოლოდ ერთხელ გამოვიყენებ და სხვა დროს აღარასდროს“, - აღნიშნა ტრამპმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა