კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეზრა ზეია - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს

ნახვები: 506 ეზრა ზეია - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

ეზრა ზეიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გულწრფელი საუბარი ჰქონდა.

„აშშ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონი“ და რიტორიკა ძირს უთხრის მის გზას ევროკავშირისკენ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე X-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა