კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უზრა ზეია - აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, თუმცა ჩვენი პარტნიორებისგან ნამდვილი, კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას მოველით

ნახვები: 506 უზრა ზეია - აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, თუმცა ჩვენი პარტნიორებისგან ნამდვილი, კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას მოველით

აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას - გადაწყვეტილება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას აირჩიონ თავისი წარმომადგენლები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ძალადობის ან დაშინების მუქარის გარეშე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორებისგან მოელიან კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას.

„32 წელზე მეტია აშშ საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ყველა ქართველის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ქონის უფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მხრივაც. უფლება მომეცით, სრულიად ნათლად ვთქვა - შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. თუმცა, ჩვენი პარტნიორებისგან ნამდვილი, კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას მოველით. გადაწყვეტილება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას შეარჩიონ და აირჩიონ თავისი წარმომადგენლები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ძალადობის ან დაშინების მუქარის გარეშე. ძალადობის ან დაშინების ნებისმიერ მსგავსი შემთხვევა უნდა დაიგმოს და გამოძიებულ იქნას, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ბოლოს, მტკიცე და შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო არჩევნებზე დაკვირვება არსებითი მნიშვნელობისაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. საქართველოს ადგილობრივი გამოცდილი და სანდო არჩევნების დამკვირვებლების დიდი ტრადიცია გააჩნია, რომლებსაც შეუძლიათ ამ დემოკრატიული პროცესის სანდოობის უზრუნველყოფაში დახმარება. ბოლოს აღვნიშნავ - მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ ამერიკელები და ქართველები განსაკუთრებულ მეგობრობას იზიარებენ, რომელიც, ვფიქრობ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ჩვენს საერთო სიყვარულშია ფესვგადგმული.

ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ჩვენ ყოველ წელს საშუალებას ვაძლევთ ასობით ქართველ სტუდენტსა და პროფესიონალს, რომ ისწავლონ აშშ-ში. ამერიკული გაცვლითი პროგრამების 6,000-ზე მეტი კურსდამთავრებული ქართველია, რომლებიც ლოკალურადაც და ეროვნულ დონეზეც დინამიკური ლიდერები არიან”, - აღნიშნა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა