კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხათუნა ლაგაზიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, 26 ოქტომბერს, არცერთი პროევროპული ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში

ნახვები: 508 ხათუნა ლაგაზიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, 26 ოქტომბერს, არცერთი პროევროპული ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 26 ოქტომბერს, არცერთი პროევროპული ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, არ დაიკარგოს ხმა - არ დარჩება სფერო, რომელსაც არ მოვიცავთ და საიდანაც არ გვეყოლება ევროპის ელჩები, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპა“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მოძრაობის ხელშეწყობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ავტორიტეტული ადამიანები საქართველოს რეგიონებში ივლიან და საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ.

„გუშინ ამ მოძრაობაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ცოცხალი ოქროს ფონდი. ადამიანები, ვინც 21-ე საუკუნეში ქმნიან ამ ერის კულტურას, ხელოვნებას, მეცნიერებას, ღირსებას და სამოქალაქო სიმამაცესაც.

სხვა წინამორბედი ორგანიზაციებისგან იმით განსხვავდება, რომ რეალურად ჩვენ ვართ ქსელი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სამოქალაქო აქტივობებს გააერთიანებს. როცა დავიწყე ამ სამოქალაქო მოძრაობაზე ფიქრი და როცა ვხვდებოდით ინტენსიურად, აღმოვაჩინეთ, რომ დღეს საქართველოს საზოგადოება არის გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანი და თვითორგანიზებადი, ვიდრე მთელი წინა 30 წლის განმავლობაში. მაგალითად, გამომცემლები მზად არიან, რომ პოეტები და მწერლები გაიყვანონ რეგიონებში და საინფორმაციო კამპანია ჩაატარონ თავისი ხარჯით. ასევე, ექიმების უზარმაზარი არმია, 400 კაცამდე, მზად არის რომ საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა. როდისმე მსგავსი რამ გსმენიათ? ფაქტობრივად მთელი საზოგადოება ფეხზე დგას.

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ 26 ოქტომბერს, არცერთი პროევროპული ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, არ დაიკარგოს ხმა. მივიდეს საარჩევნო უბნებთან და გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი, საქართველოს დამოუკიდებლობა და საკუთარი უსაფრთხოება“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა