კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იენს სტოლტენბერგი - უკრაინის მომავალი ნატო-შია

ნახვები: 522 იენს სტოლტენბერგი - უკრაინის მომავალი ნატო-შია

უკრაინის მომავალი ნატო-შია, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან ერთად ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მივესალმები თქვენს წინსვლას რეფორმების მიმართულებით და ვიდრე ამ მნიშვნელოვან საქმეს განაგრძობთ, ჩვენ დაგიჭერთ მხარს ნატო-ში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებებზე უკრაინის დახმარებასთან მიმართებით, რომელიც სამიტის ფარგლებში მოკავშირეებმა დაამტკიცეს.

„აქ, ვაშინგტონში, მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყონ უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გუშინ ჩვენ შევთანხმდით არსებით პაკეტზე უკრაინისთვის“, – განაცხადა ნატო-ს გენერალუმა მდივანმა.

დახმარებაზე საუბრისას იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პაკეტი მოიცავს წვრთნების ჩატარებას უკრაინელი მებრძოლებისთვის, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, ასევე უფრო მეტი უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა