კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი ერთხელ უკვე დავამარცხე, მე მას კვლავ დავამარცხებ

ნახვები: 495 ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი ერთხელ უკვე დავამარცხე, მე მას კვლავ დავამარცხებ

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მას ესმის უცხოელი ლიდერებისგან : "შენ უნდა გაიმარჯვო" და რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება "კატასტროფა იქნება".

„საგარეო პოლიტიკა არასდროს ყოფილა მისი ძლიერი მხარე და, როგორც ჩანს, მას აქვს მიდრეკილება ავტორიტარული ადამიანების მიმართ“, - განაცხადა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას.

მისი მტკიცებით, ყველაზე კვალიფიციური ადამიანია იმისთვის, რომ ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩეს.

„ვფიქრობ, რომ მე ვარ საუკეთესო კვალიფიციური ადამიანი იმისთვის, რომ შევასრულო ეს სამუშაო, იმისთვის, რომ უზრუნველვყო, რომ უკრაინა არ დაეცეს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს, რომ ევროპული ალიანსი ძლიერი დარჩეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას გააგრძელებს.

„ის ერთხელ უკვე დავამარცხე, მე მას კვლავ დავამარცხებ“, - აღნიშნა ბაიდენმა დონალდ ტრამპზე საუბრისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა