კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იენს სტოლტენბერგი - ომის შედეგი ჩამოაყალიბებს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში

ნახვები: 493 იენს სტოლტენბერგი - ომის შედეგი ჩამოაყალიბებს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში

დიდი რისკი იქნება, თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ეს გაამხნევებს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს, არამედ სხვა ავტორიტარულ ლიდერებს ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ომის შედეგი ჩამოაყალიბებს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

„ნატო-ს გაფართოებამ ევროპა ისე გააერთიანა, როგორც ადრე წარმოუდგენელი იყო. გზა გაუხსნა ევროკავშირში ინტეგრაციას, მოუტანა მშვიდობა და კეთილდღეობა კონტინენტს. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მრავალი თაობის განმავლობაში უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისია. უკრაინამ უდიდესი სიმამაცე გამოავლინა და ნატო-ს მოკავშირეებმა მას უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს. ეს არ არის მარტივი, რადგან ჩვენს მხარდაჭერას თან ახლავს ხარჯები და რისკები. რეალობა ისაა, რომ აგრესიულ რუსეთთან არ არსებობს ხარჯის გარეშე ვარიანტები. ომში არ არსებობს რისკის გარეშე ვარიანტები.

ყველაზე მძიმე საფასური და დიდი რისკი იქნება, თუ რუსეთი გაიმარჯვებს. ჩვენ არ შეგვიძლია, ეს დავუშვათ. ეს არა მხოლოდ გაამხნევებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ასევე გაამხნევებს სხვა ავტორიტარულ ლიდერებს ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში. ისინი მხარს უჭერენ რუსეთის სასტიკ ომს. ასე რომ, ამ ომის შედეგი ჩამოაყალიბებს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის დროა, ამის ადგილი კი უკრაინაა. მომავალში ისეთივე გამბედაობა და მონდომება უნდა გამოვავლინოთ, როგორიც იყო წარსულში, როდესაც ნატო დაარსდა და ჩამოყალიბდა. ჩვენი ალიანსი არ არის სრულყოფილი და ჩვენ გავაგრძელებთ რთული გადაწყვეტილებების მიღებას მომავალში. არ ვიცი, როგორი იქნება შემდეგი კრიზისი, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ მივიღებთ რთულ გადაწყვეტილებებს პოლიტიკური გამბედაობით და მორალური სიცხადით“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა