კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია - მაიკ კარპენტერი

ნახვები: 486 საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია - მაიკ კარპენტერი

“საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია,”- ამის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკ კარპენტერმა განაცხადა. შესაბამის თარგმანს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

კარპენტერის თქმით, თეთრ სახლში ხედავენ, რომ საქართველოს მთავრობამ საგარეო კურსი იცვალა: “ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით”.

ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნის თქმით, ამერიკა დიდი ხანია მხარს უჭერს “საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში, საქართველოს მხარდასაჭერად” და შესაბამისად, იმის ხილვა, რომ ქვეყანა დასავლურ ღირებულებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებს იღებს, “შეშფოთებას და გულისწყვეტას” იწვევს.

კარპენტერი განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ქმედებები შეუსაბამოა ნატოსა და ევროკავშირის, ზოგადად, დასავლურ სტანდარტებთან.

“გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს სივრცეს საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ნატოს ალიანსი ემყარება. ასევე, არ მიგვაჩნია, რომ ის თავსებადია ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ მიმართულების, სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან”, - განმარტავს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი.

კარპენტერის თქმით, იქამდე, სანამ საქართველი არ დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას და დასავლური სტანადრატების ნაბიჯებს არ გადადგამს, "ჩვენი [ამერიკის] ყველა პროგრამა საქართველოსთან გადახედვის პროცესშია”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა