კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია - პაველ ჰერჩინსკი

ნახვები: 979 სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ევროკავშირის შემდეგი ხელმძღვანელობა დიდი ამბიციებით დაიწყებს მუშაობას. გაფართოება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ვიმედოვნებ, ევროკავშირის ახლად არჩეული ხელმძღვანელობის მიერ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი, ახალჩამოყალიბებული მთავრობა, ვინც არ უნდა მოახდინოს ამ მთავრობის ფორმირება, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”,- თქვა ელჩმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რამდენადაც, მათთვის გაურკვეველია მოქმედი ხელისუფლების განზრახვა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ანტიდასავლური რიტორიკა კი შეუთავსებელია გაწევრიანების მიზანთან.

„27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი, მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის მომავალ ლიდერებთან დაკავშირებით, დაადასტურეს უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულება და სამწუხაროდ, ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარა უკუსვლაა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან“, - განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, გაყინულია 30 მილიონი ევრო, რომელიც საქართველოს ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) უნდა მიეღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა