ურსულა ფონ დერ ლაიენი - შვებით ამოვისუნთქე, რომ დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და სადილზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან
არჩილ იაკობაშვილი - მამუკა მდინარაძის ანტიკონსტიტუციური ფუნქციები და რეალობა - ქვეყანას პროპაგანდის სახმინისტრი ეყოლება
ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
დონალდ ტრამპი - ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ
გოჩა მირცხულავა - სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს?
ჯორჯია მელონი - ახლა არ არის დრო პუტინის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, არამედ დასავლეთმა მოსკოვისგან დათმობები უნდა მოითხოვოს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა ემანუელ მაკრონმა გაბრიელ ატალს თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა

08.07.2024 ნახვები: 466

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა მას სთხოვა, ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაკრონმა ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ატალს, ამ დროისთვის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენა სთხოვა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართავდა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, “ახალმა სახალხო ფრონტმა” გაიმარჯვა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ კი - მესამეზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა