კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

641 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, „ლეიბორისტებმა“ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში 410 მანდატი მოიპოვეს

ნახვები: 520 641 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, „ლეიბორისტებმა“ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში 410 მანდატი მოიპოვეს

641 საარჩევნო ოლქიდან მიღებული ოფიციალური შედეგებით, გაერთიანებული სამეფოს “ლეიბორისტულმა პარტიამ”, საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების 33,9%-ით, თემთა პალატაში 410 ადგილი მოიპოვეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „კონსერვატორებს“ ხმების 23,7%-ით 119 მანდატი აქვთ.

„ლიბერალ-დემოკრატებმა“ ხმების 12,3%-ით 71 ოლქში გაიმარჯვეს, ხოლო Reform UK-მა ხმების 14,3%-ი მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანოში ოთხ მანდატს ნიშნავს.

„კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში მანდატი დაკარგეს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი და ყოფილი პრემიერი, ლიზ ტრასიც არიან.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფო ამჟამად 650 საპარლამენტო ოლქადაა დაყოფილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა