გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო
Drones strike Russia's Ust-Luga port, fire reported
Frontline update: 191 clashes in past day, 47 Russian assaults repelled on Pokrovsk axis
Ukrainian air defenses intercept 121 of 147 drones launched by Russia overnight
Russian forces lose another 1,220 troops in past 24 hours
Ukraine’s UNESCO envoy: Russia’s membership unacceptable over cultural heritage crimes

ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლება თუ არ შევცვალეთ, ძალიან დიდი პრობლემები ელოდება საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს

04.07.2024 ნახვები: 585

ამ ხელისუფლები პირობებში არა თუ ევროკავშირში მიგვიღებენ, არამედ შეგვიზღუდავენ უვიზო მიმოსვლასაც. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, პოლიტიკოსსაც, რიგით მოქალაქესაც, სამოქალაქო სექტორსაც, რომ ხელისუფლება თუ არ შევცვალეთ, ძალიან დიდი პრობლემები ელოდება საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა არასამთავროების განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მიდის რუსეთისკენ და ანტიევროპულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას აგრძელებს, ევროპაში სავიზო შეზღუდვები გარდაუვალია.

„ჩვენს მოქალაქეებს ანალიტიკური აზროვნების უნარი აქვთ და ძალიან მარტივად ხვდებიან ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში და მათ პირობებში არა თუ გაიყინება ევროკავშირის მოლაპარაკებები, არამედ აუცილებლად დაბრუნდება ვიზები საქართველოში და უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს ვერ ექნება - ეს შემიძლია გითხრათ გარანტირებულად. თუ საქართველოს ხელისუფლება მიდის რუსეთისკენ და ანტიევროპულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას აგრძელებს, ცხადია, არა თუ ევროკავშირში, არამედ იქნება სავიზო შეზღუდვები ევროპაში. ეს ქართველ ხალხს კარგად ესმის.

ასევე. მეორე და მნიშვნელოვანი, შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ და შეხედოთ რა ღირს საწვავი, რა ღირს პროდუქტები და ეს კიდევ უფრო დამძიმდება იმ ეკონომიკური კოლაფსის პირობებში, რომელიც მოსალოდნელია, როცა საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ, ანტიევროპულ პროპაგანდას ეწევა. საქართველოს მოქალაქეებს კარგად ესმით და იციან, რომ საქართველოს ეკონომიკის 80-90 პროცენტი სწორედ ევროპაზე და დასავლეთზე დგას, მათ შორის მთელი ფინანსური აქტივები. ამიტომ ყველას გვესმის პარტიულსაც, არაპარტიულსაც, პოლიტიკოსსაც, რიგით მოქალაქესაც, სამოქალაქო სექტორშიც, რომ ხელისუფლება თუ არ შევცვალეთ ძალიან დიდი პრობლემები ელოდება საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, ყველამ გადადოს პირადი ამბიცია და ვიბრძოლოთ 26 ოქტომბერს მთავარი გამარჯვებისთვის, რომელიც გველოდება ფეხბურთის ენით თუ ვიტყვით მოსკოვის სპარტაკთან“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა