კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს შეხვდა

ნახვები: 503 თინა ბოკუჩავა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ბოკუჩავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს.

„ბოკუჩავამ მადლობა გადაუხადა სენატორ კარდინს ქართველი ხალხის აქტის ინიცირებისთვის, რომელიც მოგზაურობის აკრძალვასა და სხვა სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც „საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში“ პასუხისმგებელნი არიან.

შეხვედრაზე ასევე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების საკითხზე ისაუბრეს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა