კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი მიქაუტაძე ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს, მას საზეიმო ღონისძიებაზე არყოფნაში, ხელი ოფიციალურმა ვალდებულებებმა შეუშალა

ნახვები: 529 გიორგი მიქაუტაძე ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს, მას საზეიმო ღონისძიებაზე არყოფნაში, ხელი ოფიციალურმა ვალდებულებებმა შეუშალა

თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონიალს საქართველოს ნაკრების მხოლოდ ორი მოთამაშე ვერ დაესწრო – გიორგი მიქაუტაძე და საბა ლობჟანიძე, რომელსაც „ატლანტა იუნაიტედში“ 4 ივლისს „ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან“ თამაში ელის.

გიორგი მიქაუტაძემ თავის არყოფნის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ღონისძიებაზე არყოფნისთვის ბოდიში მოიხადა.

„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ საზეიმო ღონისძიებაზე ნაკრებთან ერთად არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მადლობა გადამეხადა თქვენთვის.

იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით. გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა სრულიად საქართველოს“, – წერს გიორგი მიქაუტაძე.

მიზეზებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა მიანიშნა და აღნიშნა, რომ მალე გიორგი ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

1tv.ge

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა