საბა სხვიტარიძე - უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ, არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული, დღეს გვჭირდება აწმყო და მომავალი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - შვებით ამოვისუნთქე, რომ დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და სადილზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან
არჩილ იაკობაშვილი - მამუკა მდინარაძის ანტიკონსტიტუციური ფუნქციები და რეალობა - ქვეყანას პროპაგანდის სახმინისტრი ეყოლება
ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
დონალდ ტრამპი - ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ
გოჩა მირცხულავა - სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს?

პრეზიდენტი დღეს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს

02.07.2024 ნახვები: 493

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა