მნიშვნელოვანია, ჩართულები ვიყოთ შესაბამის მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან, გვაქვს საკითხები, რომლებიც გვინდა, პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
პატელს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ კითხვა დაუსვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიs ვაშინგტონში მიწვევაზე. „აგზავნით თუ არა დამაბნეველ სიგნალს ოფიციალური პირების მოწვევით და შემდეგ იმის თქმით, რომ დაასანქცირეთ მაღალჩინოსნები?“ – მიმართა ალექს რაუფოღლუმ ვედანტ პატელს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია ჩართულობა მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან.
„ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ ოთახში იმ კანონმდებლობაზე, რომელიც იქნა მიღებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩართულები ვიყოთ შესაბამის მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს რიგი საკითხები, რომლებიც გვინდა, რომ პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. როდესაც საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, თქვენ ჩემგან და მეთიუსგან მოისმინეთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც გვაქვს და იმაზეც, რომ, ჩვენი აზრით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. ჩვენ უწინდებურად გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა. ასევე, რჩება სხვა პრობლემებიც, ეჭვგარეშეა, რომ მათთან ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ